20 ივლისი, 2018

ნინო სურგულაძის და გიორგი ანდღულაძის წარმატება ნეაპოლში

ნინო სურგულაძის და გიორგი ანდღულაძის წარმატება ნეაპოლშინეაპოლის სან კარლოს საოპერო თეატრი 25 ივლისამდე ლეგენდარული ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოს” წარმოადგენს.

საოპერო სპექტაკლში ორი უნიჭირესი ქართველი საოპერო მომღერალი – მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე და ბანი გიორგი ანდღულაძე მონაწილეობენ. ნინო სურგულაძე მადალენას პარტიას ასრულებს, გიორგი ანდღულაძე კი მისი ძმის – სპარაფუჩილეს პარტიას.

ნეაპოლის ისტორიულ თეატრში ”რიგოლეტოს” პრემიერამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა. სპექტაკლები ახლაც დიდი წარმატებით მიმდინარეობს და ქართველი ოპერის მომღერლებისთვის აღფრთოვანებული მაყურებლები მქუხარე აპლოდისმენტებს არ იშურებენ.