12 ივლისი, 2018

ნიკო გომელაური: “კაცი როცა იბადება, ირგვლივ ყველა იბადრება!”

ნიკო გომელაური: "კაცი როცა იბადება, ირგვლივ ყველა იბადრება!"12 ივლისი მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის დაბადების დღეა. მისი ლექსები მკითხველში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

“არტინფო” გთავაზობთ ლექსს, სადაც ნიკო გომელაურმა ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპები სამ სტრიქონში ჩაატია:

“კაცი როცა იბადება,
ირგვლივ ყველა იბადრება!
ტვინი, ტანი, რომ ეზრდება,
ის ნელ-ნელა ხალხს ბეზრდება…

ხოლო, როცა მოხუცდება,
ჯანმრთელობა მოუცვდება,
აზროვნება გაჭირდება
– აღარავის არ სჭირდება.

ბოლოს, როცა გარდიცვლება,
ბევრი ბოცა დაიცლება,
ღრეობაა გამართული,
ისევ ყველა გაბადრული…”