2 ივლისი, 2018

“მოვიდა თაობა, რომელსაც ჰამლეტ გონაშვილი ერთი სოფლელი ფანდურზე დამკვრელი ჰგონია”

"მოვიდა თაობა, რომელსაც ჰამლეტ გონაშვილი ერთი სოფლელი ფანდურზე დამკვრელი ჰგონია"საქართველოს ბულბული – ჰამლეტ გონაშვილი – ამ სიტყვებს ხშირად გაიგონებთ. მის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა ახალ თაობაში არიან ისეთები, ვისაც კულტურის სფერო აბარია და ეს უნიკალური მომღერალი ერთი სოფლელი ფანდურზე დამკვრელი ჰგონია.

ნუგზარ ფოფხაძე:

“უბედურება ის კი არ არის, რომ ქართუ-ფონდის მესვეურებმა (იქ საბჭოც არის) არ იციან “ვინ არის ვინ”, არამედ ამდენი რეორგანიზაციის და “რევოლუციის” შემდეგ, კულტურის სფეროს მართვაში მოვიდა თაობა, რომელიც არ იცნობს თავად ქართულ კულტურას და რომელსაც ჰამლეტ გონაშვილი ერთი სოფლელი ფანდურზე დამკვრელი ჰგონია.

ასე იცის ნგრევამ, არქივების და ისტორიების ნაგავში გადაყრამ, რომლის ახალი ეტაპი იწყება ახლა. სამწუხაროა!”