28 ივლისი, 2018

მისია, რომელიც დონალდ ტრამპმა ნუგზარ შარიას დააკისრა

მისია, რომელიც დონალდ ტრამპმა ნუგზარ შარიას დააკისრაამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქართველ მსახიობს ნუგზარ შარიას განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო მისია დააკისრა.

ტრამპმა სრულიად ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად საზეიმო გამოცხადებასთან დაკავშირებით, ზეიმზე დასასწრებად მიიწვია ისრაელის საპატიო მოქალაქე და იერუსალიმის დროშის ერთადერთი მფლობელი მართლმადიდებელი ქართველი ნუგზარ შარია.

ინფორმაცია მსახიობის შვილმა ზურა შარიამ გაავრცელა:

“აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს სრულიად ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად საზეიმო გამოცხადებასთან დაკავშირებით, ზეიმზე დასასწრებად მიიწვია ისრაელის საპატიო მოქალაქე და იერუსალიმის დროშის ერთადერთი მფლობელი მართლმადიდებელი ქართველი ნუგზარ შარია.

ვინაიდან ნუგზარ შარია იმყოფებოდა და იმყოფება კიბოს დაავადების საწინააღმდეგო პროცედურებში, 8 მაისს სრულიად ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად გამოცხადების ზეიმს მიმართა სპეციალური განცხადებით:

“მე, როგორც განმანათლებელი წმინდა ნინოს ერის შვილი, ვულოცავ არა მარტო ისრაელს, არამედ მთელ გარე სამყაროს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ განცხადებას სულიად ისრაელის დედაქალაქად საზეიმო გადაწყვეტილებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2 ათას 600 წელზე ზევით ქართველმა ერმა როგორც საკუთარი სისხლი და ხორცი შეისისხორცა ებრაელი ქართველობა, რომ ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ იგი მაღლა იდგა და დგას ყოველგვარი ანტი სემიტიზმისაგან მთელი მსოფლიოს წინაშე.”