Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ირმა ნიორაძის სამაგალითო საქციელი

11 ივლისი, 2018

ირმა ნიორაძის სამაგალითო საქციელიპრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე თავის საქმეს ერთგულად ემსახურება და ათასობით მაყურებელს ანიჭებს უდიდეს სიამოვნებას, თუმცა არის მის ცხოვრებაში ქმედებები, რომელიც მის შეუდარებელ ცეკვას ბევრად აღემატება.

ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ “პოსტ სკრიპტუმში” ნანახი სიუჟეტის შემდეგ, დედოფლისწყაროელი 14 წლის ილია ხატიაშვილის დახმარება გადაწყვიტა. ბიჭი დავრდომილ პაპას და დედას უვლის. ჰყავს 11 წლის ძმა. ოცნებობს, რომ ჰყავდეს ძროხა. ქირაზე მუშაობს და სკოლაში აღარ დადის. სპორტსაც თავი დაანება, სადაც წარმატებები ჰქონდა.

ბალერინა ირმა ნიორაძე და მისი მეუღლე გოჩა ჩხაიძე თამაზ ტყემალაძის ინიციატივას გამოეხმაურნენ და ძროხის ყიდვის პირობა დადეს.

თამაზ ტყემალაძე:

“გოჩა ჩხაიძემ და ირმა ნიორაძემ მოგვწერეს, ძროხას ჩვენ ვუყიდითო… ღმერთი ყველაფერს ხედავს… ჩვენ ოჯახს მივხედავთ… ილიას დავაბრუნებთ სკოლაში, სპორტულ დარბაზში და დავუბრუნებთ რწმენას, რომ მარტო არაა, გავუხარებთ გულს საბრალო პაპას და დედას… პატარა ძმას… როგორ მიხარია.

აი, თიბისი ბანკის ანგარიშის ნომერი GE 33 TB 7730945061100022 – თამაზ ტყემალაძე.

p.s. ირმა ნიორაძემ და გოჩა ჩხაიძემ მოცემულ ანგარიშზე შეიტანა 1400 ლარი.”

”არტინფო” აქვეყნებს ილიას დედის ხათუნა ჭამიაშვილს ტელეფონის ნომერს: 555 959 693

დახმარების მსურველთათვის ანგარიშის ნომერია:
GE55LB0211110753253000
ხათუნა ჭამიაშვილი