17 ივლისი, 2018

ჰეიდარ ალიევმა ქართული ძეგლი აზერბაიჯანის კულტურულ მემკვიდრეობად წარადგინა

ჰეიდარ ალიევმა ქართული ძეგლი აზერბაიჯანის კულტურულ მემკვიდრეობად წარადგინააზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქართული კულტურის ნიმუში გიშის ეკლესია თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უძველეს ალბანურ ძეგლად წარუდგინა.

ინფორმაცია‎ დანიელ ყულოშვილმა გაავრცელა:

“ალიევმა ერდოღანს გიში წარუდგინა, როგორც უძველესი ალბანური ტაძარი და აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობა. სავარაუდოდ, ერდოღანს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ქართული კულტურის ნიმუშს ათვალიერებდა, ხოლო ალიევმა რბილად რომ ვთქვათ, ეს ფაქტი დამალა.”

გიშის ეკლესია აზერბაიჯანში, შაქის რაიონის სოფელ გიშში მდებარეობს, სასულიერო სტატუსით ტაძარი უმოქმედოა და იქ ამჟამად მუზეუმია მოწყობილი.