18 ივლისი, 2018

გიორგი ლობჟანიძე ფრანკფურტის ლიტერატურულ პროგრამაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

გიორგი ლობჟანიძე ფრანკფურტის ლიტერატურულ პროგრამაში მონაწილეობაზე უარს აცხადებსპოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ფრანკფურტის ლიტერატურულ პროგრამაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

ინფორმაცია ამის შესახებ მწერალმა მანანა დუმბაძემ გაავრცელა:

“ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა გიორგი ლობჟანიძისგან დიდი უარი მიიღო ფრანკფურტის ლიტერატურულ პროგრამაში მონაწილეობაზე:

“არა მგონია, ძალიან შეწუხებულიყვნენ ამ ამბით, მაგრამ მაინც. ყველაფერს გავაკეთებ, რაც საერთო სარგებელს მოიტანს და ასევე გავაპროტესტებ ყველაფერს, რაც ამ საქმეს აზიანებს: ამ შემთხვევაში 4 ქართველი და 4 იტალიელი პოეტის იტალიური პროექტის დაფინანსების უარს!”