12 ივლისი, 2018

გიო ძამუკაშვილი ბარსელონას სამუსიკო აკადემიაში სწავლისთვის დახმარებას ითხოვს

გიო ძამუკაშვილი ბარსელონას სამუსიკო აკადემიაში სწავლისთვის დახმარებას ითხოვს გიო ძამუკაშვილი თვითნასწავლი მუსიკოსია. მან ურთულეს კონკურენციაში სამ ესპანელ გიტარისტთან ერთად ბარსელონას სამუსიკო აკადემიის ერთწლიან მაგისტრატურაში ფლამენკოს განხრით სწავლის უფლება მოიპოვა, თუმცა სწავლისთვის საჭირო თანხა არც კულტურის სამინისტროს, არც განათლების ცენტრს, არც ათობით ორგანიზაციასა თუ მსხვილ ბიზნესმენსა და მათ ფონდებს არ აღმოაჩნდათ.

გიო ძამუკაშვილი:

“6 ივლისს ესპანეთიდან (ჩემს მიერ გაგზავნილი საგამოცდო ვიდეომასალის საფუძველზე) მომივიდა ჩარიცხვის საბუთი ბარსელონას სამუსიკო აკადემიის ერთწლიან მაგისტრატურაში ფლამენკოს განხრით, ყველასათვის ცნობილი გიტარისტის, ბატონი კანისარესის ჯგუფში!

ვინაიდან 6 ივლისს მოსულ მეილში თანხის ჩარიცხვის ვადა მითითებული იყო 9-12 ივლისამდე, (სრული თანხა შეადგენს 6,600 ევროს, მაგრამ სწავლის დასაწყებად საკმარისია 2,200 ევრო) მატერიალური სახსრის მოძიებას იმ წამიდანვე შევუდექი, მაგრამ არც კულტურის სამინისტროს, არც განათლების ცენტრს, არც ათობით ორგანიზაციასა თუ მსხვილ ბიზნესმენსა და მათ ფონდებს, ჩემთვის არავითარი თანხა არ აღმოაჩნდათ!

მე მესმის, რომ ჩვენ ყველას ძალიან გვადარდებს დღეს ხორვატია მოიგებს თუ ინგლისი, მაგრამ იქნებ გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მიმართულებით არასოდეს ჰყოლია ამ ძალიან მაგარ სასწავლებელს ქართველი სტუდენტი და იქნებ ვინმეს როგორმე მიაწვდინოთ ხმა, ვინც ჩემს კეთილდღეობაზე კი არა, საქართველოს ამ ურთულეს ჟანრში ღირსეულად წარმოჩენაზე გამოიჩენს გულისხმიერებას და თავისი ქვეყნის მოქალაქეს მისცემს საშუალებას, მიიღოს კუთვნილი განათლება, რომლის უფლებაც ამ თვითნასწავლმა მოქალაქემ, ურთულეს კონკურენციაში სამ ესპანელ გიტარისტთან ერთად მოიპოვა და რომელიც მისი ბავშვობის ოცნება იყო, იმდენად ძლიერი ოცნება, რომ საქართველოში ფლამენკოს პედაგოგის არარსებობის მიუხედავად მიაღწია ამას!

დრო დღეს და ხვალღაა დარჩენილი! გთხოვთ დამეხმაროთ! მერწმუნეთ, ეს არაა ის დაწესებულება, სადაც ყოველ წელს “ერთმანეთზე უკეთეს” სტუდენტებს გავგზავნით! პატივისცემით და კეთილი სურვილებით გიო ძამუკაშვილი.”

ესაა ჩემი ანგარიშის ნომერი
საქართველოს ბანკი
GE16BG0000000829183100