5 ივლისი, 2018

გინახავთ “ნატვრის ხის” ჰოლივუდური რიმეიქი?

გინახავთ "ნატვრის ხის" ჰოლივუდური რიმეიქი? თენგიზ აბულაძის გენიალური ფილმი “ნატვრის ხე” ქართული კინემატოგრაფის მარგალიტია. 42 წლის წინ გადაღებული ფილმი დღესაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს.

ქართული კინოს 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, adjaranet.com-მა “ნატვრის ხის” ჰოლივუდური რიმეიქი წარმოადგინა.

თენგიზ აბულაძის ფილმის გმირებს მარიტას, ციციკორეს, ფუფალას, გედიას და იორამის შემსრულებელ ქართველ მსახიობებს ლიკა ქავჟარაძეს, კოტე დაუშვილს, სოფიკო ჭიაურელს, სოსო ჯაჭვლიანს და კახი კავსაძეს, მსოფლიოს ვარსკვლავები ევა გრინი, შონ კონერი, ელენა ბონამ კარტერი, რაიან გოსლინგი და მელ გიბსონი ასახიერებენ.

გინახავთ "ნატვრის ხის" ჰოლივუდური რიმეიქი?