30 ივლისი, 2018

გაიცანით რეზო დავითაშვილი – ქართული დამწერლობის მცველი ფერეიდანში

გაიცანით რეზო დავითაშვილი - ქართული დამწერლობის მცველი ფერეიდანშიმხატვარი რეზო დავითაშვილი ფერეიდანში, ქალაქ მარტყოფში დაიბადა. მან ქართულად წერა ისწავლა და თანამოაზრეებთან ერთად მეგობრის პარკეტის სახელოსნოში ქართული ასოების გამოჭრა და გავრცელება დაიწყო.

ასე ასწავლა და შეაყვარა ქართული დამწერლობა თანამემამულეებს. მეგობრებთან ერთად ამას სრულიად უანგაროდ და ისტორიული სამშობლოს სიყვარულით აკეთებდა.

ბატონი რეზო საქართველოში პირველად 1988 წელს იყო.
ახლაც, 78 წლის ასაკში კვლავ ისტორიულ სამშობლოშია.

ბედნიერია, რომ მისმა შვილმა დავითმა ოჯახის ოცნება აუსრულა და ქართული ტრადიციებით იქორწინა.

ეს გულიანი კაცი დედაენის მოფრთხილებას გვთხოვს.”