8 ივლისი, 2018

ელისო ვირსალაძე – აი, ეროვნული საგანძური!

ელისო ვირსალაძე - აი, ეროვნული საგანძური!პიანისტი ელისო ვირსალაძე მთელი თავისი ცხოვრება მის უდიდებულესობა მუსიკას ემსახურება. ხელოვანის მიერ ჩატარებული ყველა კონცერტი უდიდესი დღესასწაულია.

პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი ელისო ვირსალაძის ერთ-ერთი საკონცერტო ჩანაწერის ნაწყვეტს აქვეყნებს და უფროს კოლეგას ეროვნულ საგანძურს უწოდებს:

“აი, ეროვნული საგანძური. აი, კრისტალური, გაუფილტრავი, მრავალწახნაგიანი, ნამდვილი.

ჩვენ კი რაღაც ზედაპირულსა და უსაგნოზე ხშირად რამდენ ენერგიას, დროს, აზრს ვხარჯავთ. ვაფასებთ, ვწერთ, ვადარებთ, ვკამათობთ, ვიღლებით.”