Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დავა გიგა ლორთქიფანიძის სახლის გამო

24 ივლისი, 2018

დავა გიგა ლორთქიფანიძის სახლის გამორეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის სახლი სადავო გახდა.

ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი, სადაც იზრდებოდნენ რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე, დირიჟორი ევგენი მიქელაძე, მომღერალი მიხეილ მიქელაძე, დავის საგანია.

ინფორმაციას გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე ავრცელებს:

“ქუთაისი, სარაჯიშვილის 49. ეს არის სამუზეუმო ქუჩა, სახლი კი ისტორიული – ანა და ალექსანდრე მიქელაძეების. ეს არის გიგას დედისეული სახლი, სადაც იზრდებოდნენ დიდებული ქართველი ადამიანები, როგორებიც არინ გიგა და მარიკა ლორთქიფანიძეები, ევგენი (ჟენია) მიქელაძე – პირველი დირიჟორი, რომელმაც პირველმა შექმნა ქართული ორკესტრი, მიხეილ მიქელაძე – მომღერალი, თამარ მიქელაძე – ცნობილი გინეკოლოგი, ჟორჟიკა მიქელაძე, რომელიც კოლჩაკმა დახვრიტა ტომსკში, არსებობს მისი სახელობის ქუჩა ტომსკში, ხოლო მუზეუმში არის მისი კუთხე, დახვრეტის დროს გადაარჩინა ახალგაზრდ პედაგოგი ქალი.

სახლი დაყოფილია მის მემკვიდრეებზე, გიგა სახლის ნაწილში იყო უკანონოდ მცხოვრები (არსებობს მერიის ამონაწერი, რომელსაც ბინა მიღებული აქვს, ხუნდაძის ქუჩის 51-ში. ანგია ბოჭორიშვილი (აწ გადაცვლილი) ამჟამად გვედავება ბინას მისი შვილიშვილი, მერაბ ბოჭორიშვილი, როგოც ჩანს, მემკვიდრეობით გადაეცა, რომელსაც იქ არასოდეს უცხოვრია.

ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბინა გადმოფორმებულია ჩემზე. იქ შუქი არ არის, მარტო წყლის გადასახადებია მოსული და ეს დოკუმენტია, მე მაქვს ეს ქვითრები.”