15 ივლისი, 2018

ჩვენი სიამაყე – ხატია ბუნიათიშვილი!

ჩვენი სიამაყე - ხატია ბუნიათიშვილი!ხატია ბუნიათიშვილმა მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. პარიზში ეიფელის კოშკთან გამართულ კონცერტზე ქართველმა პიანისტმა რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი ბრწყინვალედ შეასრულა.

ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც მონაწილეობდა.

კონცერტი პირდაპირ ეთერში საფრანგეთის ტელევიზიით გადაიცემოდა. პარიზში ჩატარებული საღამო მსოფლიო პრესამ აქტიურად გააშუქა.