9 ივლისი, 2018

ბელორუსის მოზარდ მაყურებელთა თეატრი თბილისში პირველად ჩამოვა

ბელორუსის მოზარდ მაყურებელთა თეატრი თბილისში პირველად ჩამოვაპირველად ბელორუსის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრი თბილისში გასტროლს გამართავს.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ოქტომბერში ბელორუსის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასს უმანსპინძლებს.

ძველი ზღაპარი თანამედროვე ბავშვებისთვის – ბელორუსის თეატრალური დასი 5, 6, 7 ოქტომბერს შარლ პეროს „ჩექმებიან კატას“ წარმოადგენს.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

სექტემბრის ბოლოს კი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი საგასტროლო სპექტაკლებით „რწყილი და ჭიანჭველა“ და „ღამე და თუთიყუში“ ბელორუსში გაემგზავრება.