15 ივლისი, 2018

ასე გამოხატა პატივისცემა ზაქარია ფალიაშვილმა მარო მაყაშვილისადმი

ასე გამოხატა პატივისცემა ზაქარია ფალიაშვილმა მარო მაყაშვილისადმისაქართველოს ისტორიაში მარო მაყაშვილი პირველი ქალია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.

წითელი არმიის შემოჭრის დღეებში მარო მაყაშვილი 19 წლის ასაკში მოხალისედ ფრონტზე წავიდა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირა.

მისი დაღუპვა ქართულმა საზოგადოებამ ისე განიცადა, მას ქართველი “ჟანა დ’არკიც” კი უწოდეს.

მარო მაყაშვილის პატივსაცემად კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის „დაისის“ მთავარ გმირს მარო დაარქვა.