14 ივლისი, 2018

”არ ვტირი, არც რას ვემდური” – ვაჟა ფშაველა

”არ ვტირი, არც რას ვემდური” - ვაჟა ფშაველა”არ ვტირი, არც რას ვემდური,
მწარეს ბედს, მწარეს ყოფნასა,
მუდამ ეს მოსდევს, ამბობენ,
სიმართლესა და ცოდნასა, –
რად დავიჩივლებ ტანჯვასა,
თუ სხვას რას ვარგებ ცოტასა?!
ამიტომა ვსთხოვ უფალსა,
ნუგეშად ვყვანდე ყველასა,
რომ არ ვზარობდე არადროს
გაჭირვებულის შველასა,
თოფს ვესვრი დაუმცდარადა
ცბიერსა თეთრსა მელასა:
ცხვრად ეჩვენება ქათმებსა,
არც ზარობს იმათ კბენასა;
მოკეთეობას შეჰფიცავს,
მარჯვედა ხმარობს ენასა.
ტყავს გავხდი, ვაჭარს მივყიდი,
გაუხარდება დედასა,
რო ჰნახავს კუდ-გაძაგრულსა
ქათმის ძვალების მკვნეტავსა.
ვერ ვუმტრობ, მინდა ვუშველო
დაჩაგრულსა და ბეჩავსა.
ან კი რას ვამბობ? უფალი
ციდამ ყველასაც გვხედავსა,
ყველას საკუთნოს მოგვიწყავს –
მართალს და ქვეყნის მყვლეფავსა.”