5 ივლისი, 2018

აჩიკო ნიჟარაძე: “SOS!”

აჩიკო ნიჟარაძე: "SOS!"– რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით მიეხედოს ყველაზე მთავარ პრობლემას, – აცხადებს მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე:

“ყველამ დაწერეთ, იქნება უფრო დავაჩქაროთ პროცესი.

მოვითხოვთ, რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით მიეხედოს ყველაზე მთავარ პრობლემას დედაქალაქში – ტრანსპორტს, რომელიც წამლავს ხალხს და ასევე საწვავს. რა საწვავი შემოდის, აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს.

ხალხი ავადდება ყოველდღე და ვიღაცა ამით მდიდრდება. ეს არის, კიდევ ვიმეორებ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა.

სხვა ყველაფერი გვერდით მოგვრჩება, თუ დავიხოცეთ SOS!”