18 ივნისი, 2018

ყველაზე დიდი საჩუქარი სოფო ბათილაშვილისთვის

ყველაზე დიდი საჩუქარი სოფო ბათილაშვილისთვისმომღერალი სოფო ბათილაშვილი 19 წლის გახდა. დაბადების დღეზე მან უამრავი მილოცვა მიიღო, თუმცა საჩუქარი, რომელიც მას კავკასიის უნივერსიტეტმა გაუკეთა, მომღერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

სოფო, რომელსაც “მხოლოდ ქართულის” წყალობით უკვე აქვს ბინა და სხვადასხვა ფასიანი საჩუქარი, ახლა სწავლასაც უფასოდ შეძლებს. კავკასიის უნივერსიტეტმა სოფო ბათილაშვილს ფსიქოლოგიურზე სწავლა მთლიანად დაუფინანსა.

სოფო ბათილაშვილი:

“19 წლის სოფო ვარ. მგონი ჩემი პირველი დაბიდუბია, რომელიც მიხარია.

მადლიერი ვარ თქვენი, ძვირფასო და საყვარელო ადამიანებო.

მადლობა პოსტ სკრიპტუმს საინტერესო სიუჟეტის მოძღვნისთვის.

მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს განსაკუთრებული საჩუქრისთვის.”