28 ივნისი, 2018

“ოქროს ტალღის” დაჯილდოვებაზე სამარცხვინო ფაქტი მოხდა

"ოქროს ტალღის" დაჯილდოვებაზე სამარცხვინო ფაქტი მოხდამუსიკალური დაჯილდოვება “ოქროს ტალღა” წელს მეხუთედ გაიმართა და მისი სპეციალური სტუმარი “გრემის” მფლობელი ამერიკელი მომღერალი ლიზა ფიშერი იყო.

“ქართული ხმების” წევრი დავით არჩვაძე იმ სამარცხვინო ფაქტის შესახებ საუბრობს, რომელიც უცხოელი მომღერალი სცენაზე გამოჩენას მოჰყვა:

“ოქროს ტალღის” დაჯილდოვებაზე სამარცხვინო ფაქტი მოხდა! ლიზა ფიშერის პირველივე სიმღერის შესრულებისას შუა სიმღერაში თითქმის ნახევარი პარტერი დარბაზიდან გაიკრიფა.

ვაი, საქართველო… თუ მომღერალი არ მოგწონს, შე დალოცვილო, სტუმარ-მასპინძლობას მაინც ეცი პატივი, ან სიმღერის დამთავრებას დაელოდე და ისე გაიძურწე?!”