Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო სურგულაძე: “ძალიან მინდა ეს ყოველივე და რა ვქნა?”

15 ივნისი, 2018

ნინო სურგულაძე: "ძალიან მინდა ეს ყოველივე და რა ვქნა?"კითხულობს ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე და თავის ყველაზე ძლიერ სურვილს გაგვანდობს:

“მინდა ისეთი სამყარო, სადაც ბევრი სიკეთეა… ერთგულება… ბედნიერება… ღიმილი… სიხარული… თანადგომა… თანაგრძნობა… ემპათია… ნათელი დღეები და ბნელი ღამეები კი ვარსკვლავებით სავსეა… თანასწორი სამყარო! და არა დაუნდობელი… უკიდეგანო სამყაროს უმცირესი ნაწილი, რომელსაც სიკეთის და სიყვარულის მარცვალი ერქმევა…

ზედმეტად ტკბილია ეს ყოველივე? მარილს ბოლო-ბოლო ბუნება მოაყრის, სადაც ყველაფერი ერთად იყრის თავს… მშვიდიც და სტიქიურიც… მაგრამ ისე ჰარმონიულად, რომ ხშირად გაიფიქრებ, მაუგლი მინდა ვიყოო…

ძალიან მინდა ეს ყოველივე და რა ვქნა?   სადაც ყველაფერს ზღაპრული სურნელი აქვს. სადაც ყველა ბედნიერია და სადაც მხოლოდ ტირიფები ტირიან… სადაც სიტყვები არ არის საჭირო და ისედაც გრძნობენ… სადაც ცა მიწის სწორია.”