18 ივნისი, 2018

ნინო სურგულაძე: “დაე, მოხდეს რაც მოსახდენია!”

ნინო სურგულაძე: "დაე, მოხდეს რაც მოსახდენია!"– იარეთ წინ სიმართლით, სიკეთით, ადამიანები მოვლენ და წავლენ თქვენს ცხოვრებაში და დარჩებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც მართლა ეყვარებით ჭირში თუ ლხინში, – მოგვიწოდებს ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე:

“მინდა ერთი ნააზრევი გაგიზიაროთ…

არ შეგეშინდეთ ბოროტი ხალხის, ისინი ბოლოს თვითონ განადგურდებიან და მალე დაბერდებიან, არ შეგეშინდეთ მოღალატეებისა და ფლიდების, ისინი ბოლოს თავიანთ თავს უღალატებენ. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, რადგან ბოლოს სიკვდილი მოვა, ამაზე საშიში და საშინელი არაფერი მოხდება თქვენი ცხოვრების არცერთ ეტაპზე.

იარეთ წინ სიმართლით, სიკეთით, ადამიანები მოვლენ და წავლენ თქვენს ცხოვრებაში და დარჩებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც მართლა ეყვარებით ჭირში თუ ლხინში.

იარეთ წინ და გაიღიმეთ! თქვენ ხართ ლამაზები და ლაღები. არავის დაუჯეროთ საპირისპირო… ეძებეთ პოზიტივი; სიკეთე; ერთგულება; სილამაზე და იპოვით სიმშვიდესა და ჰარმონიას თქვენში და გარე სამყაროში. ყველაფერი იქნება კარგად და სიკეთით, თუ თქვენ ამას მოინდომებთ, თუ თქვენ იპოვით ადამიანს, რომელსაც ეყვარებით ისეთი, როგორიც ხართ და როგორიც შეგქმნათ ღმერთმა, თქვენი ბნელი და ნათელი მხარეებით.

თუ მოგაფურთხეს და ხელი გკრეს, მაშინ როცა გიჭირდათ აპატიეთ და გზა განაგრძეთ. ყველაფერი რაც ხდება, სასიკეთოა. მადლობა უთხარით ყველას, ვინც გატკინათ, ვინც პატივი გცათ, ვისაც უყვარხართ. ყველამ თავისი თქვენდამი დამოკიდებულებით ცხოვრებისეული გაკვეთილი მოგცათ.

დაე, მოხდეს რაც მოსახდენია! თქვენ კი არ შეჩერდეთ, განაგრძეთ გზა სიმართლის მზისკენ, გამარჯვებისკენ და სიყვარულისკენ!”