2 ივნისი, 2018

ნინო ბაშარული: “ახლაც ვტირი, ამ წერილს რომ ვწერ”

ნინო ბაშარული: "ახლაც ვტირი, ამ წერილს რომ ვწერ"მომღერალი ნინო ბაშარული მსმენელს თავის გულწრფელობის გამო უყვარს. ხელოვანისთვის სიმართლე უმთავრესია და ეს მის ღია წერილშიც კარგად ჩანს, რომელიც მან ზაზა სარალიძეს მიუძღვნა:

“ზაზა ძმაო!

მეც შენს გვერდით ვარ, ისევე როგორც მთელი საქართველო! არც ქოცი და არც ნაცი ვარ! სქესიც არ გამაჩნია ახლა! არც რელიგია და არც მიჯაჭვულობა რომელიმე პარტიასა თუ რაიმე სხვა სისტემაზე მე არ მალაპარაკებს! და ვამბობ, რომ ჩემი გული ძალიან ხმამაღლა ძგერს ტკივილისგან, ჩვენი შვილების მკვლელობის გამო!

ზაზა, ჩამოხსენი ტრიბუნიდან პარტიული მონები!

სხვებმა ესროლონ ქვა ამ მთავრობას! იმან ესროლოს, ვინც მათ შორის უცოდველია! მიუკერძოებელი საზოგადოება ალაპარაკე! ქოცობა-ნაცობის მარწუხებისგან თავისუფალი ხალხი, ზაზა!

ჩვენ საკუთარივით დავიტირეთ ეს ბავშვები, ისინი “ჩვენიც” არიან! და ახლაც ვტირი, ამ წერილს რომ ვწერ, გული მეფლითება მეც და ყველას! დაწყებული თბილისიდან, დამთავრებული სხვა ქვეყნებში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტებით! ყველა შენს გვერდით ვართ!

ოღონდ ჩამოხსენი ეს პარტიული მონები ტრიბუნიდან! პოლიტიკოსები არასოდეს მიდიან მსხვერპლზე, ეს უბედურება და დავიდარაბა ყოველთვის ჩვენი შვილების მსხვერპლით მთავრდება!”