Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოუსმინეთ შვილმკვდარი დედების იავნანას

მოუსმინეთ შვილმკვდარი დედების იავნანასშვილის გარდაცვალება მშობლებისთვის უდიდესი ტრაგედიაა. მომღერალმა ნინო ბაშარულმა უსამართლოდ მოკლულ შვილებს სიმღერა მიუძღვნა და მას “შვილმკვდარი დედების იავნანა” უწოდა:

“ვუძღვნი ყველა შვილმკვდარ მშობელს, უსამართლოდ მოკლულ შვილებს, ყველა რეჟიმის მსხვერპლს, განსაკუთრებით კი ჩემი შვილის თანატოლებს – ლევანის და დათოს ხსოვნას!

ჩემი სათქმელი ძალიან უბრალო და გულწრფელია. სამყაროში დიდი ტკივილი და გასაჭირი ყველას აერთიანებს ხოლმე, ცხოველებსაც კი, მხოლოდ “გიენებს” არ შეუძლიათ სტიქიის და უბედურების დროს უარი თქვან ჭამაზე, სულ რომ სამყარო ჩამოენგრეთ თავზე, ისინი უფრო მეტი ენთუზიაზმით ეძებენ მსხვერპლს და ერთმანეთსაც კი გაშმაგებით გლეჯენ.

ჩვენ ხომ არ ვართ ასეთები? ხომ არ ვართ?! ხომ არა….?!

როგორ მინდა, რომ ადამიანებს სიყვარული გვმართავდეს ამ საშინელ დროს! მადლობა ჩემ სოფო გორგილაძეს ტექსტის რედაქტირებისთვის და მადლობა ჩემ მიშო ტყებუჩავას ამ სიმღერაში შეტანილი წვლილისთვის.”