25 ივნისი, 2018

მერაბ მამარდაშვილი: “მე ჭეშმარიტებას ვაყენებ სამშობლოზე მაღლა!”

მერაბ მამარდაშვილი: "მე ჭეშმარიტებას ვაყენებ სამშობლოზე მაღლა!"ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის მოსაზრებები ბევრისთვის გაუგებარი და მიუღებელიც კია, მაგრამ თუკი მის ჩანაწერებს ყურადღებით წავიკითხავთ, იმაზე მეტს გავიგებთ, ვიდრე თავად გვგონია.

“არტინფო” გთავაზობთ ფილოსოფოსის პატარა, მაგრამ დამაფიქრებელ ჩანაწერს:

“იმ დროიდან, რაც არსეობს სახარებისეული ათვლის წერტილი, იმ დროიდან, რაც არსებობს მსოფლიო ისტორია, არსებობს ერთი მარტივი კანონზომიერება: რეალური კულტურა და ადამიანური სულიერება არ შეიძლება შემოზღუდული იყოს იმ ეთნიკური მასალით, რომელშიც ისინი ხორციელდებიან.

ნებისმიერი სოციალური თუ ნაციონალური ერთობა, რაც უნდა დიდი იყოს იგი, თუნდაც ერთადერთი იყოს, მაინც კერძოობითი იქნება და არა უნივერსალური. აი, სწორედ ეს პიროვნული საწყისები, უნივერსალურზე რომ არიან “მოჭიდებული”, წარმოადგენენ ნაციონალური თვისებების ნორმალური არსებობისა და სრულფასოვანი, ცოცხალი ფუნქციონირების პირობებს.

ვერავითარი ნაციონალური ხასიათი ვერ შეინარჩუნებს თავის საუკეთესო თვისებებს, თუ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და კულტურაში პიროვნული საწყისები არ ამოქმედდა. თუ ეროვნებაში განადგურდა პიროვნული საწყისები, რომლებიც ეროვნულობის გარეშეა და წარმოადგენენ ადამიანის, როგორც ასეთის, ისტორიულ საწყისებს, ეთნიკურობისგან დამოუკიდებლად, მაშინ ეროვნების საუკეთესო თვისებები გაქრება.

ეს საწყისები კი ყოველი სულიერების საფუძველია, რადგან მისი არსი არის ის, რომ სამშობლოზე მაღლა ყოველთვის დგას ჭეშმარიტება (ეს ხომ ქრისტიანული მცნებაა). მხოლოდ პიროვნებას შეუძლია ეძებოს იგი და უკიდურესი პირდაპირობით გამოხატოს.

მე ჭეშმარიტებას ვაყენებ სამშობლოზე მაღლა და მიჩნდება კითხვა: ბევრ ქართველს შეუძლია ჭეშმარიტების დაყენება თავისი სამშობლოს მოჩვენებით ინტერესებზე მაღლა? თუ არ შეუძლიათ, ცუდი ქრისტიანები ყოფილან.”