7 ივნისი, 2018

კატო ჯავახიშვილი: “ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ეს კონცერტები?”

კატო ჯავახიშვილი: "ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ეს კონცერტები?"პოეტი კატო ჯავახიშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს და მთელი რესურსის განათლებაში ჩადებისკენ მოუწოდებს:

“საქართველოს მთავრობა – ჩადეთ მთელი თქვენი რესურსი განათლებაში, მილიონიან სასტუმროებს და ფესტივალებს ცხვირში რომ გვტენით, მიეცით ახალ თაობას საშუალება იყვნენ უკეთესები, მიხვდნენ, რომ იარაღის გარდა არსებობს სხვა გზებიც, ინტელექტუალური, წიგნიერი, ადამიანური.

მაგრამ თქვენ მართვადი მასა გჭირდებათ, კალთაზე გამობმული, კრედიტებით სავსე სახლებით, სამუშაოდ გაქცეული მშობლებით.

და ამის ფონზე ვის სჭირდება ფრანკფურტი და ენგურზე გახსნილი კულტურის ცენტრი? ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ეს კონცერტები? ფასადები?

როგორ ვერ მიხვდით აქამდე, რომ დროა ყველა პლაკატი ჩამოხიოთ, მაკიაჟგაკეთებული პოლიტიკოსები გამომწვევად რომ გვიღიმიან, გააკარით ექიმების, არქიტექტორების, მუსიკოსების, მწერლების, სტუდენტების პლაკატები, მაგრამ თქვენ ასეთი პლაკატური სიყვარული შეგიძლიათ, – მთავარია სტუმარმა ნახოს რა გადასარევი ქვეყანაა საქართველო, ხალხი ჭირსაც წაუღია. და აი, სადამდე მივედით – მკვდრებიც კი გავიყავით.”