11 ივნისი, 2018

გიო ხუციშვილის უკანასკნელი სურვილი

გიო ხუციშვილის უკანასკნელი სურვილიმსახიობი თემო გვალია მეგობრთან გიო ხუციშვილთან ბოლო შეხვედრას იხსენებს. მძიმედ მყოფმა მომღერალმა მეგობრებს პატიება სთხოვა, რადგან ნორმალურად მისალმებაც ვერ შეძლო:

“ამ დღეს გაიხსნა გიო ხუციშვილის ვარსკვლავი. ამ დღეს დაემშვიდობა გიო მთელს საქართველოს თავისი სიმღერით… უჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო და რამდენიმე სიმღერა მაინც გვიმღერა.

ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, გამოიარა ძალიან ნელი სვლით, რამოდენიმე მეგობარის დახმარებით, ჯოხით ხელში, გახარებულმა, ნაღვლიანმა და როცა ჩემს წინ აღმოჩნდა, მინდოდა მოვხვეოდი და ორი სიტყვით გამემხნევებინა. დამინახა, გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და მეუბნება: “თემო შემოგევლე, მაპატიეთ ჩემებმა, ვერც გესალმებით ნორმალურად”…

მივხვდი, რომ ძალიან ცუდად იყო… მივხვდი, რომ არ უნდა შემეწუხებინა. ხელზე მოვკიდე ხელი და ვეუბნები: “შემოგევლე გიო, მაგარი კაცი ხარ, გმადლობ”… ისევ გამიღიმა ნაღვლიანმა და თითქოს თვალებით მადლობა გადამიხადა…

და წავიდა… ნათელში იყოს მისი სული.”

გიო ხუციშვილის უკანასკნელი სურვილი