26 ივნისი, 2018

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ერთიანდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ერთიანდებაპრემიერმა მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები გააჟღერა. მისი ინფორმაციით, 14 სამინისტროდან მხოლოდ 10 სამინისტრო დარჩება. უკვე გადაწყვეტილია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კულტურისა და სპორტის სამინისტროაები გაერთიანდება.

ამ ინიციატივას პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა მავნებლობა უწოდა:

– ეს მავნებლობაა, რეფორმა კი არა – კულტურის სამინისტრო უერთდება განათლების სამინისტროს. ეს ორი ვეებერთელა, უმნიშვნელოვანესი, თავისი გადაუჭრელი პრობლემებით სამინისტრო ერთად…

ეს არ გაუკეთებია, არც ერთ ცუდ ხელისუფალს, (ვისთვის ვინ არის ცუდი, ის იგულისხმოს), ვიმეორებ არც ერთს, ისედაც განათლება ითხოვს რეფორმებს, ეს მართლა (როგორც ჩანს) ნაკლებად განათლებულები, რას სთავაზობენ საზოგადოებას – სამინისტროების შეერთებას, ერთად კი არა ცალ-ცალკე ვერ ერევიან პრობლემებს და მომავალი ნიჭიერ თაობას ხელის შეწყობა და პატრონობა სჭირდება განძს – საქართველო – კულტურაა და მას სრულიად განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა უნდა.

ვინ იღებს ამ “ბრძნულ” გადაწყვეტილებებს?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ “სულ მთლიანად ჯიბეში” ჩადება სურს ხელისუფლებას მთელი ქვეყნის. რომელ სულელს ჰგონია, რომ ეს გამოვა – ჯიბეში საქართველო? არა, არ გამოვა – ვნახოთ ფინალი.”