21 ივნისი, 2018

“ეს ნიკა ჩოხელია – გოდერძი ჩოხელის შვილი”

"ეს ნიკა ჩოხელია - გოდერძი ჩოხელის შვილი"გოდერძი ჩოხელის შვილს ნიკა ჩოხელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მას მანქანა დაეჯახა, ხრამში გადააგდო და 28 წლის კაცი ინვალიდად აქცია.

ნიკას შესახებ უახლეს ინფორმაციას მისი ოჯახის ახლობელი ირმა სანაძე ავრცელებს:

“ეს ნიკა ჩოხელია – გოდერძი ჩოხელის შვილი…

ჯან-ღონით სავსე ადამიანი, ჩემი კეთილშობილი ნიკუშა, რომელიც ისეთივე ჭკუასუსტმა ადამიანმა დააინვალიდა, რომელსაც ტორმუზი და გაზი აერია ერთმანეთში, გზის იქით მდგომ ბიჭს მთელი სისწრაფით დაეჯახა, ხრამში გადააგდო ეს ჯანმრთელი, 28 წლის კაცი და ინვალიდად აქცია. ნიკა 3 წელია საწოლსაა მიჯაჭვული…

ხოდა, ამიტომ საშინლად ვბრაზობ ასეთ შემთხვევებზე და ამიტომ ვწერ ასეთ ჭკუასუსტ მძღოლებზე (არა აქვს მნიშვნელობა კაცია თუ ქალი), რომლებიც საფრთხეში აგდებენ სხვის სიცოცხლეს.

რა მარტივად სათქმელია არა – დაიბნა, შეეშალა და რაღაც ეგეთები. ეხლა იმ ოჯახებს მოუყევით როგორ უნდა იყვნენ ჰუმანურები და როგორ არ უნდა გაბრაზდნენ და რომ არაა საჭირო აგრესია და რაღაც ეგეთები…

პ.ს. რადგან ამდენი კითხვა დაისვა და ძნელია ასე სათითაოდ პასუხის გაცემა, ჩემო მეგობრებო, თბილებო და გულისხმიერებო, მინდა გითხრათ, რომ ნიკას დიაგნოზი ასეთია: ზურგის ტვინის მძიმე ტრავმა. ოპერაცია გაუკეთდა მაშინვე, მაგრამ შედეგი არის დამბლა. წლები სჭირდება აღდგენით პროცესს. რეაბილიტაციას დიდი დრო უნდა, ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ექიმებმა არ იციან აღდგება თუ არა. ამ ეტაპზე ველოდებით ახალ პასუხებს. თუკი საჭირო გახდა, ისევ სადმე წასვლა, სარეაბილიტაციოდ, რადგან აქ ბევრმა გულისხმიერმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი, მერე დავწერ ანგარიშის ნომერსაც.

დიდი მადლობა, გულისხმიერებისთვის და სიყვარულისთვის, ოჯახის სახელით გიხდით ძალიან დიდ მადლობას.
პ.ს-ის პ.ს. ჩემო მეგობრებო, ასობით ადამიანი მწერს პირადში და მთხოვს ანგარიშის ნომერს. მიხარია, რომ ამდენი მაგარი ადამიანი არსებობს ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ნინო (ნიკას დედა) ძლივს აუდის იმ უზარმაზარ ხარჯებს, რაც ნიკუშას მკურნალობას სჭირდება, იმ მასაჟებს, თერაპიას, ნემსებს და წამლებს, მაინც ვერ დავწერ ამ ეტაპზე იმას, რომ დაგვეხმაროთ. ნინო, ნიკა და ლუკა არ მაძლევენ ამის უფლებას.

გაზიარებული პოსტების კომენტარებიც წავიკითხე და ზოგი ბრაზობს ჩემზე, ანგარიშის ნომერი რატომ არ უწერიაო, ხოდა, ოჯახს არ უნდა, ასეთი მორიდებული ადამიანები არიან და მე კიდე ნიკას სიტყვას ვერ გადავალ.

მოკლედ, თუკი უკიდურესად გამოუვალი მდგომარეობა იქნება, მე აუცილებლად შეგატყობინებთ.

ძალიან დიდი მადლობა ყველას.”