1 ივნისი, 2018

ეკა კვალიაშვილი: “მხოლოდ ერთს გთხოვთ”

ეკა კვალიაშვილი: "მხოლოდ ერთს გთხოვთ"მომღერალ ეკა კვალიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ ფიზიკური აქტივობა არ შეუძლია. როგორც თავად ამბობს, ის მკვლელებისა და დამნაშავეების დასჯის მომხრეა, მაგრამ საზოგადოებას მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდებს:

“მეგობრებო!!! გიერთდებით იდეურად, რომ დამნაშავე და მკვლელი უნდა დაისაჯოს და კრიმინალს იგივე ქუჩებში და სადაც არ უნდა იყოს ბოლო უნდა მოეღოს და რომ მხოლოდ ლაპარაკით საქმე არ კეთდება, ალბათეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და არეულობაზე არავის ხელი არ უნდა მოვათბობინთ ა თავი არ გამოვაყენებინოთ არც ერთ ძალას!!!

ფიზიკურად,სამწუხაროდ, ვერ ვდგავარ თქვენთან ერთად ჯანმრთელობის გამო, მაგრამ თქვენთან ვარ. მხოლოდ ერთს გთხოვთ, ჩემო კარგებო, უამრავი ფაქტია, უამრავი მკვლელობის, გამოსახლების, ქუჩაში დახვრეტების, ციხეებში შევარდნების და ადამიანების წამება მოკვლის…. და რამდენი ჩამოგითვალოთ….

ეხ, ჩემო კარგებო, არავითარ შემთხვევაში არ დაემსგავსოთ ცხვრის ფარას, გთხოვთ, სადაც საჭირო იყო, მე ერთმა ქალმა, მარტომ, ჩემი სიტყვაც ვთქვი და ბევრიც გადავიტანე და არასოდეს მივყევი ნაც-მართლაც ხროვას… და გავუძელი ბევრს, ეს ჩემი ჯანმრთელობის ფასად. ჩემი შვილი, რომელიც მაშინ სკოლის მოსწავლე იყო, სკოლაშიც ვერ ვუშვები, რადგან 50 თეთრიც არ მქონდა… ნისიად ამოტანილ “ანაკომი”-ს სუპებზე მყავდა თვეობით შვილი და ვალებით ვარსებობდი. შიგა და შიგ კონცერტი (კერძო) გამოჩნდებოდა და ცოტას ამოვისუნთქავდი.

აქ ყველაფერს ვერ აღვწერ, შინაგან განცდებს ვერ აღვწერ და ძალიან მსუბუქად გაწვდით ამ ამბავს. ყოველ დღე, ვწირავდი დიდ მადლობას ღმერთს, რომელიც მაძლევდა ამ ძალას და მოთმინებას. არასოდეს მომიტყუებიხართ და საკუთარი კეთილდღეობისთვის არავინ შემიქია, რადგან ვიცი, ბევრი დამიჯერებდა, უამრავი წამომყვებოდა და ირწმუნებდა, რომ სიმართლეს ვამბობდი ვიღაცაზე, ვიღაც გიჟზე, არაადკვეტურ გიჟზე.

ნუ გაქვთ იმედი, რომ ის ძალა რაიმე კარგს მოიტანს, მე პირადად ვიცი, არც ეხლა დგას კარგი დრო საქართველოში და ამდენი წლის განმავლობაში უნდა დამდგარიყო! მაგრამ იცოდეთ, ვერც მე და ვერც თქვენ ვერაფერს შევცვლით სანამ, ადამიანების ცნობიერება არ შეიცვლება, სანამ დაკარგულ და სადღაც ჩაკუჭულ სიყვარულს ყველაზე დიდი როლი არ დაეკისრება ერთმანეთის მიმართ, სანამ სიყვარულით, პატივისცემით სავსე ურთიერთქმედებაში არ მოვა მექანიზმი და ამის ყველაზე დიდი ნაწილები ჩვენ ვართ, ღვთიური ადამიანები. სანამ იმედს ღმერთზე არ დადებთ და ვიღაცის იმედი გექნებათ! იცოდეთ ვერაფერს შეცვლის ეს მიტინგები! ეს ყველაფერი გაუტანლობის შედეგია….
ერთ იგავს მოგიყვებით პატარას: სამთავიანი დრაკონი დაეპატრონა წყალს! და ხალხი წყურვილით იღუპებოდა, მოვიდა მზეჭაბუკი და უთხრა ადამიანებს, მე მოვკლავ და გაგათავისუფლებთ ამ საშინელებისგან! ხალხი წაჰყვა და ერთხმად სკანდირებდნენ, მზეჭაბუკიიიიიიი!!! იმედი მხოლოდ ამ ადამიანის ჰქონდათ. შევიდა ჭაბუკი გველეშაპის სამკვიდრებელში და დააჭრა თავები!!! გამოვიდა და დახვდა ხალხი ბედნიერი, ყველას მისი მხარე ეჭირა. და გამოუტანეს ტახტი, რომელიც მანამდე გველეშაპს ეპყრა. და ავიდა ჭაბუკი სამ კიბეზე, შემობრუნდა რომ ჩამჯდარიყო ტახტში, დაჯდა.. ასწია თავი და… იმ ლამაზი თავის მაგიერ გველეშაპის 3 თავი ამოსვლოდა….

გამგებმა გაიგოს!!! და თუ ვინმეს ახსნა სჭირდება რაიმესი, იფიქროს და თუ ღრმად ჩაუკვირდება, მიხვდება!”