21 ივნისი, 2018

დავით მაზანაშვილი: “მივმართავ ხელოვან ადამიანებს”

დავით მაზანაშვილი: "მივმართავ ხელოვან ადამიანებს"მუსიკოსი დავით მაზანაშვილი თავის კოლეგებს – ხელოვანებს მიმართავს და მძიმე დღეში მყოფი შოუ-ბიზნესის მდგომარეობის გამოსწორების გზას სთავაზობს:

“მივმართავ საზოგადოებას, განსაკუთრებით ხელოვან ადამიანებს: ვთხოვოთ სახელმწიფოს მიიღოს კანონი მეცენატეობის შესახებ, შოუ-ბიზნესისა და კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად, რათა ბიზნესს გაუჩნდეს სურვილი, დააფინანსოს ამ კუთხით კონკრეტული პროექტები.

მერწმუნეთ, მხოლოდ ეს გზა გადაარჩენს დღეს ასე მძიმე მდგომარეობაში მყოფ შოუ-ბიზნესს და კულტურის განვითარებას.

მაქვს თქვენი თანადგომის იმედი და რომ არ დარჩეს ეს მიმართვა მხოლოდ ცარიელ სიტყვებად, გთავაზობთ შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ წინადადების სწორად ჩამოყალიბებაზე, რომ მიეცეს კანონპროექტის სახე.

პატივისცემით დავით მაზანაშვილი”