2 ივნისი, 2018

დავეხმაროთ კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილს

დავეხმაროთ კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილს კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილს დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას ქორეოგრაფი გელა ფოცხიშვილი ავრცელებს:

“კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება თვალებზე მისთვის მეტად ძვირადღირებული ოპერაცია, ამ კონკრეტულ მომენტში მას არა აქვს ამის ფინანსური საშუალება.

სამწუხაროდ, მისი დიდი მცდელობისა, რომ დაფინანსებულიყო ეს ოპერაცია, მან ყველა ინსტანციიდან უარი მიიღო დახმარებაზე…

ამასთან დაკავშირებით ჩვენი ღვაწლმოსილი და უსაყვარლესი კომპოზიტორის საპატივცემულოდ ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი, რომლიდანაც შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მის ოპერაციას.

ხოლო ვიდრე კონცერტი ჩატარდება, ყველა ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ბატონ მერაბ მამულაშვილზე, შეგიძლიათ გადმორიცხოთ ნებისმიერი თანხა GE03BG0000000915259000 ამ ანგარიშის ნომერზე, რომელიც დააჩქარებს მისი ოპერაციის დროულად ჩატარებას.”