11 ივნისი, 2018

დათო ევგენიძის საჩუქარი გიო ხუციშვილს

დათო ევგენიძის საჩუქარი გიო ხუციშვილსკომპოზიტორმა და პოეტმა დათო ევგენიძემ გიო ხუციშვილს საჩუქარი მიუძღვნა.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვლილ მეგობარს მან ლექსი მიუძღვნა.

“გიოს!” – ასე ჰქვია ლექსს, რომელიც დათო ევგენიძის გულის გამოძახილია:

“იმ სახელების ჯარს…
იმ სახელების რიგს…
ცა ვარსკვლავებად ყრის…
ქარი კი
ქრის და ქრის…
ვის დავესესხო სიტყვა
ისევ შენ
აბა ვის…
ვის უნდა ვკითხო
სად ხართ…
ისევ შენ
აბა ვის…
როცა ზმანება დაგვსდევს
და დროც კი
თავს ხრის ძირს…
მეტს ვეღარაფერს ვიტყვი
ქარი ქრის…
ქარი ქრის…
ქარი ქრის…”