მუსიკოსი და პოეტი დათო ევგენიძე თავისი შემოქმედებით სიმართლის სადარაჯოზეა. მისი მუსიკა თუ ლექსები მსმენელსა და მკითხველს იმ ღირებულებებზე დააფიქრებს, რომლებიც თითოეული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია.
“არტინფო” გთავაზობთ ხელოვანის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც დღევანდელობის გამოძახილია:
“ვთვალე და ვეღარ დავთვალე
საქართველოში ყვარყვარე…
ღმერთო, ამათმა შემყურემ
რამდენი ცრემლი დავღვარეთ…
მკერდში გული და მიწაში –
ხორბალი ვერ გავახარეთ….
ვწერე მუსიკა
ლექსები –
მზე ცისფერ ზღვისკენ დავხარე…
მაგრამ მზე ამომავალი –
თვითონ ჩავუბით
სხვა ხარებს…
ვერც დუდუკს ვუსმენ
ვერც ზურნას…
ვერც ქამანჩას და
ვერც თარებს…
ღამე გამეფდა სულებში
ლუციფერივით ხარხარებს…
მე სახარებს გადავშლი
სხვა არფერი მახარებს…
სანთელს ვანთებ და
უფლის წინ –
თავი ბავშვივით დავხარე….
იქნება მხარი უცვალო
ინებ უშველო ამ მხარეს…”