7 ივნისი, 2018

“ბრუტუსის” მსოფლიო პრემიერა ახმეტელის თეატრში

"ბრუტუსის" მსოფლიო პრემიერა ახმეტელის თეატრშიბრუტუსი ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა – 16 და 17 ივნისს ახმეტელის თეატრში მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

თეატრის დასი წარმოადგენს ცნობილი თურქი დრამატურგის, მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატის თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს.

ეს არის მასშტაბური ქართულ-თურქული პროექტი, რომლის ფარგლებში თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა „ბრუტუსი ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ ორ – ქართულ-თურქულ ენებზე წიგნად გამოიცემა.

თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესაში მოქმედების ადგილი თეატრია – აქ მთავარი მოქმედი პირია ბრუტუსი, ამიტომ ის მაყურებელს მიმართავს – „პიესის სახელწოდებას აფიშებზე ნახავდით. ის ბრუტუსით იწყება. „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“… უცნაური შეკითხვები მებადება. ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ როლის წყალობით ხელმეორედ იშვას ბრუტუსი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოღალატედ ითვლებოდა, რისი მიზეზიც იყო შემდეგი წინადადება “შენც, ბრუტუს?!”

სპექტაკლის რეჟისორია ირაკლი გოგია, თარგმანი ნანა ჯანაშიას ეკუთვნის, მხატვარობა – მარიკა კვაჭაძეს, ქორეოგრაფია – გიორგი რაზმაძეს, რეჟისორის ასისტენტი გიორგი ყაულაშვილია, ტექნიკური რეჟისორი – ვერიკო რუხაძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ ანდრია გველესიანი – ბრუტუსი – რესპუბლიკელი სენატორი, სოფია სებისკვერაძე – სერვილიუსი – ბრუტუსის დედა, გიორგი გასვიანი – იულიუს კეისარი, გიორგი ცხადაძე – კასკა – რესპუბლიკელი სენატორი, მაიკო ვაწაძე – პორცია – ბრუტუსის ცოლი, კასიუსის და, ოთარ ჩიქობავა – კასიუსი – რესპუბლიკელი სენატორი, ბრუტუსის ცოლისძმა, დემო კალანდაძე – ლუციუსი – ბრუტუსის მსახური, ვერონიკა კალანდარიშვილი – კალპურნია – იულიუს კეისრის უკანასკნელი ცოლი.

ერთმოქმედებიანი სპექტაკლი 18 საათზე დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 70 წუთია.