12 ივნისი, 2018

ალექსანდრე ჯულაყიძე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

ალექსანდრე ჯულაყიძე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია ქართველმა პიანისტმა ალექსანდრე ჯულაყიძემ იერუსალიმში გამართულ საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე პირველი პრემია მოიგო.

ინფორმაციას მწერალი მანანა დუმბაძე ავრცელებს:

“აი ასე, მოიგო, ჩვენმა ქართველმა პიანისტმა, ისარელში საქართველოს საელჩოს ჩვენმა ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელმა ალექსანდრე ჯულაყიძემ იერუსალიმში, “Kalmi Piano Competition” (კალმის საფორტეპიანო კონკურსის პირველი პრემია.

ასე მანქანაში ისხდნენ და სახლში მოდიოდნენ, როცა დაურეკეს, სად წახვედით, ჟიურიმ პირველი ადგილი სანდროს მიანიჭაო! არ ელოდნენ. პირველი რაც გააკეთა, საჯაროდ მადლობა გადაუხადა თავის დიდ მასწავლებელს, მაესტრო ვადიმ მონასტირსკის.

სულ წინ და წინ სანდრო, ზევით და ზევით! მაესტრო იძახის, ასეც იქნებაო.”

ალექსანდრე ჯულაყიძე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია