Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თემურ თათარაშვილი ქურდების მსხვერპლია

თემურ თათარაშვილი ქურდების მსხვერპლია– დილიდან ისეთ ხასიათზე დავდექი, რომ ვერც კი გადმოგცემთ, – აცხადებს მომღერალი თემურ თათარაშვილი:

“ესე იგი, რაშია საქმე, მეგობრებო… რაც ვიმღერე სიმღერა “გული ადამიანობს” იმ დღის მერე, ბევრი რესტორნის მომღერალი, უცნობი თუ ნაცნობი მთხოვდა ამ სიმღერის მინუს ფონოგრამას. მე, რა თქმა უნდა, ვპასუხობდი, რომ ჯერ ახალი სიმღერაა და ვერ მოგცემთ-მეთქი.

და, აი, დღეს გავიგე, რომ თურმე მაინც მომპარა ვიღაც ვირთხამ და უკვე გაბაზრდა მისნაირ ტიპებში ეს ფონოგრამა. უბრალოდ იმას ვერ ფიქრობენ, რომ მარტო მინუს ფონოგრამა ვერაფერს მისცემს მათ პაწაწინა ტვინებს. ჯერ იმღერონ და მერე გაიხარონ… და იმისი დედის დედა, ვინც ეს გააკეთა და მოიპარა ვირთხასავით! დილიდან ისეთ ხასიათზე დავდექი, რომ ვერც კი გადმოგცემთ…”