18 მაისი, 2018

ტარიელ ხარხელაური: “ნუ გეშინიათ სიყვარულის!”

ტარიელ ხარხელაური: "ნუ გეშინიათ სიყვარულის!"– ნუ გეშინიათ სიყვარულის! მას სამყაროს განადგურება არ შეუძლია. გეშინოდეთ სიძულვილის – ის არა მარტო პიროვნებისთვის, არამედ სამყაროსთვისაც მეტისმეტად სახიფათოა… – ასე მიმართავს პოეტი ტარიელ ხარხელაური თავის ერთგულ მკითხველს:

“მანძილი შენამდე დიდია,
შენიდან ჩემამდე – არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია,
მანცვიფრებ…
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,
ქარია – მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იღიმი
საეჭვოდ,
დაღამდა – ვარსკვლავნი აენთნენ,
რომ ვხედავ, შორი-შორს
საკმაოდ,
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ –
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია,
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,
ქარია – მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იცინი
საეჭვოდ.”