Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ტანძია – სულხან-საბა ორბელიანის მშობლიური მხარე საფრთხეშია

10 მაისი, 2018

ტანძია - სულხან-საბა ორბელიანის მშობლიური მხარე საფრთხეშიატანძიაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს განადგურება ემუქრება, იქ მცხოვრები მოსახლეობა კი დაწამვლის საფრთხის წინაშეა.

ამ ინფორმაციას გურამ შარაძის საზოგადოების ხელმძღვანელი რუსუდან შარაძე ავრცელებს:

“რამდენჯერ მითქვამს – ჩემი იდეალია თამარ მეფე! ვისურვებდი თანამედროვე თამარს, ნამდვილს, სუპერ პროგრესულს, ძლიერს, „მეფე მზეს“ და “ღაწვ-ბადახშ“, „თმა-გიშრიანს“… მაგრამ სად არის?
ვისურვებდი თანამედროვე გიორგი ბრწყინვალეს, ერეკლე მეორეს, დავით აღმაშენებელს, მაგრამ საიდან მოვლენ?

დავანებე თავი იდეალების ძებნას. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი საქმე ისეა, რომ ადამიანს, მითუმეტეს, პოლიტიკოსს, უკვე იმის მიხედვით ვზომავ, კრიტიკულ მომენტში როგორ მოიქცევა. ეს შეფასებაც სუბიექტურია. შესაძლოა, გიმტყუნოს ინტუიციამ, რადგან კრიტიკული მომენტი იმიტომაა კრიტიკული, რომ წინასწარ, საკუთარს საქციელს ვერ განჭვრეტ, მაგრამ მაინც.

ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. წარმომიდგენია, რა იქნება – déjà vu და თან მერამდენედ, მაგრამ 5 თვეში, თამარები, გიორგები და დავითები ვერსაიდან აღმოცენდებიან. ისევ იმ წიაღიდან, რაც ვართ დღეს, ისევ იმ მყოფადიდან, რაც ჩვენი ყველას დამსახურებაა, უნდა ავირჩიოთ ისეთი, ვინც კრიტიკულ მომენტში, არაერთხელ გამოცდილი გვყავს.

დღეს, ტანძია – სულხან-საბა ორბელიანის მშობლიური მხარე, საფრთხის წინაშეა. იქაურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს განადგურება, ხოლო მოსახლეობას დაწამვლა ემუქრება. ამ ყველაფრის შემოქმედი არის ,,არემჯი გოლდი“, საყდრისი რომ თავზე დაგვამხო და დაახრჩო იქაურები დაბინძურებული გარემოთი, აი, სწორედ, ის კომპანია.

ტანძიელების პროტესტი არ ცხრება, მაგრამ როდესღაც ჩაცხრება, თუ მხარდაჭერა არ ექნებათ. უბრალოდ, მოერევიან და იმიტომ.

ჩვენ არ გავინძრეთ, ველოდოთ იდეალური ლიდერების გამოჩენას, ვლანძღოთ ყველა, ვარჩიოთ ვის, სად, სხეულის რა ნაწილი გამოუჩნდა, ვის რამდენი ცოლი და ქმარი ჰყავს და კი, მოვა დავით აღმაშენებელი რაშით და გვიშველის ყველას.”