29 მაისი, 2018

“საქართველო” – ახალი ფილმი “ექვთიმეს” შემქმნელებისგან

"საქართველო" - ახალი ფილმი "ექვთიმეს" შემქმნელებისგანექვთიმე თაყაიშვილზე შექმნილი ფილმის შემდეგ, რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ და მისმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ახალ ფილმზე დაიწყო მუშაობა.

“საქართველო” – ასეთია ახალი მხატვრული ფილმის სახელწოდება, რომელიც მიუზიკლის ჟანრის იქნება და ქართული ცეკვის, სიმღერის და ღვინის ისტორიას მიეძღვნება.

ნიკოლოზ ხომასურიძე:

“დავიწყეთ დიდი სიახლე და გელოდებით ყველა ნიჭიერს საქართველოდან. შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს ახლობლებსაც, რომ ყველამ გაიგოს „ვინა ვართ, რა ვართ, საიდან მოველთ, ან საით წავალთ!”

მიუზიკლის ჟანრის მხატვრული ფილმის „საქართველო“-ს ქასთინგში მონაწილეობის მისაღებად მოცეკვავეებმა, მომღერლებმა და მსახიობებმა თქვენი ფოტო და ვიდეო მასალა, სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი უნდა გამოგზავნოთ მხოლოდ ამ იმეილზე – sakartvelofilm@gmail.com. გმადლობთ თქვენი დროისა და ყურადღებისთვის.

პ.ს. ქასთინგის დღეების ზუსტ განრიგს სხვადასხვა ქალაქებში შეგატყობინებთ რამდენიმე დღეში.”