26 მაისი, 2018

სანდრო ახმეტელი: “რაა ქვეყანა თავისუფლების გარეშე…”

სანდრო ახმეტელი: "რაა ქვეყანა თავისუფლების გარეშე..."რეჟისორ სანდრო ახმეტელისთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო როგორც ცხოვრებაში, ასევე შემოქმედებაში.

სწორედ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მიუძღვნა ჩანაწერი, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ:

“…და მე სულ ვამბობდი, რაა ქვეყანა თავისუფლების გარეშე.. ეს უზენაესი გრძნობა დღეიდან ყოველმა ქართველმა უნდა შეიგრძნოს!

აღსდგა, აღსდგა საქართველო, როგორც სახელმწიფო, თანაც დამოუკიდებელი და თავისუფალი! ..და თანადროულად, მე ამ აქტით, დიდის სიხარულით შევეგებები თავისუფალ ხელოვნებას, თავისუფალ საქართველოში!”