მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სიახლეებს არასოდეს გაურბის, ამიტომაც სიამოვნებით დათანხმდა მოდელსა და დიზაინერს სალომე ღვინიაშვილს მისი უახლესი კოლექციის ჩვენება გაეხსნა.
სალომე ღვინიაშვილმა თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე შემოდგომა/ზამთარი 2018/19-სთვის შექმნილი კოლექცია წარმოადგინა.
კოლექციის გახსნა მან არა გამოცდილ მოდელებს, არამედ მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ანდო და სპეციალურად მისთვის ორიგინალური კოსტიუმიც შექმნა.