Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პოლონელების მიერ დამახინჯებული დავით გარეჯი

პოლონელების მიერ დამახინჯებული დავით გარეჯიდავით გარეჯი საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს და ერთ-ერთი ასურელი მამის დავით გარეჯელის მიერ არის დაარსებული.

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს ათასობით ტურისტი სტუმრობს.

პოლონელმა ტურისტებმა დავით გარეჯის კედელზე, სხვა ვანდალების მსგავსად, თავისი ავტოგრაფი დატოვეს.

ვანდალური ფაქტის ამსახველი ფოტო ინტერნეტში ზვიად ანანიაშვილმა გაავრცელა.

ინტერნეტმომხმარებლებმა პოლონელი ტურისტების მონაცემების საზღვრის დაცვისთვის გადაგზავნა ითხოვეს, რათა დამნაშავეები ჯარიმის გარეშე არ გაუშვან ქვეყნიდან.

პოლონელების მიერ დამახინჯებული დავით გარეჯი