13 მაისი, 2018

პეტრე კოლხი: “9 აპრილის მემორიალის თავზე უნიჭო ცეკვა თავისუფლების შეგრძნებაა?!”

პეტრე კოლხი: "9 აპრილის მემორიალის თავზე უნიჭო ცეკვა თავისუფლების შეგრძნებაა?!"რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ახალგაზრდები დაშლას არ აპირებენ. აქციის ერთ-ერთ მონაწილე გოგონას საცეკვაოდ რუსთაველის გამზირი არ ეყო და 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს შეახტა:

პეტრე კოლხი, პოეტი:

“სულგაყიდულებო, 9 აპრილის მემორიალის თავზე უნიჭო ცეკვა თავისუფლების შეგრძნებაა?! საკუთარი უწიგნურობის, გაუნათლებლობის და სიბნელის მონებო, გათავისუფლდით საკუთარი ტყვეობისგან!..
თუ თვლით, რომ ეს დაბოლილი ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის მომავალი, მაშინ ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ჰქონია!”

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:

“ზედ 9 აპრილის მონუმენტზე მოცეკვავე ახალგაზრდას გასაგონად – ევროპა მარტო კლუბური ცხოვრება და კაიფი არაა! ევროპა ახალგაზრდებით გადავსებული ბიბლიოთეკები და მუზეუმებიცაა, განათლებული თაობაა, უახლოეს ტექნოლოგიებს არამარტო დაწაფული, არამედ მათი შემქმნელი ნიჭიერი ხალხიცაა, ევროპა პიროვნულ თავისუფლებასთან ერთად ტრადიციების პატივისცემასაც ნიშნავს, ევროპა ბეთჰოვენია, ლუვრია, შექსპირია, ბითლზებია, მოკლედ ბევრი კარგი რამეა… ჰო, კიდევ ევროპა ღირსახსოვარი თარიღების და წინაპრების პატივისცემაცაა!”

ანუკა მურვანიძე, მხატვარი:

“ბარემ წამო სასაფლაოზე ვიცეკვოთ, ყველაზე წყნარი ტუსოვკაა!! ძვლებზე ცეკვა ასწორებს თან იმ ხალხის ძვლებზე რომლებიც შენი კეთილდღეობისთვის ჩაიხოცნენ…. ვინმემ მოუყევით ამ გოგოს პატარა ისტორია.”

რეზო შატაკიშვილი, რეჟისორი:

“აი, ახლა ეს რა დოზანაა? ან სპეცრაზმის იქ შეჭრა რა შოუ იყო და ეს რაღა უბედურებაა – ზედ შეახტე 9 აპრილის მემორიალს და იბუქნაო? თუ ტრ..ი გაქვს, ადი და შუშის ბუტკაზე იბუქნავე! თამარ ჭოველიძე შემოგივარდა იმ კლუბში და გამოგაგდო?
არ მითხრათ ახლა არ იციან რას შეახტნენო…”