20 მაისი, 2018

ოშკში რესტავრაცია იწყება

ოშკში რესტავრაცია იწყებატაო კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძარი – ოშკი უმძიმეს მდგომარეობაშია. სულ უფრო დიდი საშიშროებაა იმისა, რომ X საუკუნეში აგებული ქართული ეკლესია ჩამოინგრეს.

ისტორიკოსი ბუბა კუდავა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოშკის რესტავრაცია იწყება:

“ამასობაში ოშკში, როგორც ჩანს, რესტავრაცია იწყება
(ვიდრე ჩვენ დიდად მნიშვნელოვანი საკითხებით ვართ გართულნი).
ისევ ქართული მხარის ჩართულობის გარეშე,
ისევ სპეციალისტებისა და საზოგადოებისთვის მოულოდნელად.

ვიდრე ჩვენ სხვის დაკრულზე ვკუნტრუშობთ,
ვიდრე ჩვენ მეზობელ თურქეთთან კულტურული თანამშრომლობა გვაშინებს,
ვიდრე პრიორიტეტები ვერ განგვისაზღვრავს,
მანამდე სხვამ მოიცალა ქართული არქიტექტურის „ვეფხისტყაოსნისთვის“.

ასე ისურვა მისმა უდიდებულესობამ – ქართველმა საზოგადოებამ, ერმაც და ბერმაც!
მავანი იფიქრებს – ოღონდ გადარჩეს და, რას ვჩივიო…

ოშკის გადარჩენა უმნიშვნელოვანესია და მადლობა ამისთვის ზემოთ ღმერთს და ქვემოთ რესტავრატორებს.
თუმცა:

21-ე საუკუნეში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ტაძრის რესტავრაცია რომ შენ გარეშე იწყება და პარტნიორ სახელმწიფოსთან საერთო ენას ვერ გამონახავ, ეს ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უდიდესი მარცხია!”

ოშკში რესტავრაცია იწყება

 ოშკში რესტავრაცია იწყება