17 მაისი პოეტ მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების დღეა. ყველაზე პატრიოტი, მართალი, სამშობლოსა და თანამემამულეების მოყვარული პოეტი 8 წლის წინ რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით სცენაზე გარდაიცვალა.
“სიტყვებს, –
წინაპართ მიერ გახედნილთ, –
დიდი რუსთველის უღელში ნაბამთ, –
შობილთ
კლარჯეთით,
ქართლით,
კახეთით, –
ერთად შეკრიბნა რომელნიც საბამ,
ვეალერსები, ვითარცა ყვავილთ,
სიცოცხლე მარტო იმიტომ მინდა,
რომ ჩემს საფლავზე
ყაყაჩოსავით
ყვაოდეს სიტყვა, ქართული სიტყვა.”