Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლაშა ხალვაში კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

14 მაისი, 2018

ლაშა ხალვაში კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვესქართველი პროდიუსერი ლაშა ხალვაში კანის რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს.

კანის კინოფესტივალზე ამერიკულმა გამოცემამ Variety 10 ყველაზე წარმატებული პროდიუსერი დაასახელა. გამოცემამ რჩეულთა შორის ის პროდიუსერები შეარჩია, რომელთა ფილმებიც წელს ევროპისა და ამერიკის წამყვან კინოფესტივალებზე მონაწილეობდნენ და გამარჯვებები მოიპოვეს.

ჩამონათვალში მოხვდნენ ოსკარის, ოქროს გლობუსის, სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებული ფილმების პროდიუსერები. მათ შორის ქართველი პროდიუსერი ლაშა ხალვაში. ლაშამ ეს ჯილდო ანა ურუშაძის ფილმის “საშიში დედა” და თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის “ჰორიზონტი” პროდიუსერობისთვის მიიღო.