16 მაისი, 2018

ხელოვნების სასახლემ ევროპის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა

ხელოვნების სასახლემ ევროპის უმაღლესი ჯილდო მოიპოვახელოვნების სასახლემ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. “ქსოვილი საქართველოდან“ – სამეცნიერო კვლევითმა პროქტმა 2018 წლის ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი – ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა.

ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის – ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2018 წლის მფლობელები გამოავლინეს.

აღიარება 4 ნომინაციაში – კონსერვაცია; კვლვა; განსაკუთრებული ღვაწლი; განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება – 17 ქვეყნის 29 ლაურეატმა მოიპოვა.

„ქსოვილი საქართველოდან“ – სამეცნიერო კვლევითი პროექტი წლევანდელ გამარჯვებულთა შორისაა. ევროპის კულტურული მემკვიდრეობის წლის აღნიშვნის ფარგლებში, დამოუკიდებელმა ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძვნებულ პროექტებზე.

ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის – ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2018 წლის გამარჯვებულების დაჯილდოვება 22 ივნისს, ბერლინში, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართება.

მოქალაქეებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობა აქვთ მხარი დაუჭირონ და ხმა მისცენ მათთვის საინტერესო პროექტს პრიზის – „საზოგადოების რჩეული“ მოსაპოვებლად.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ხელოვნების სასახლის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება, ჩვენი შრომის და ეროვნული კულტურის მსოფლიო დონეზე აღიარება! პროექტი, რომელსაც 2 წელი ვქმნიდით და რომელსაც „ქსოვილი საქართველოდან“ ჰქვია, ცნობილი გახდა, რომ ევროპის უმაღლესი აღიარება – ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ მოიპოვა, თანაც ნომინაციაში სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

მაშ ასე, ჩვენი ნაშრომი „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის მასშტაბით საუკეთესო სამეცნიერო კვლევად დასახელდა! ვულოცავ ხელოვნების სასახლეს! მადლობა კულტურის სამინისტროს, რომლის თანადგომითაც შევქმენით ეს წიგნი, მადლობა ევროპა ნოსტრა საქართველოს, ჩვენს განსაკუთრებულ მხარდამჭერს.

დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიცია ვიყოთ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმთა შორის! დანარჩენი ბერლინში დაჯილდოვების გრანდიოზულ ცერემონიალზე!”

ხელოვნების სასახლემ ევროპის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა