23 მაისი, 2018

გურამ დოჩანაშვილი პრემიაზე წარადგინეს

გურამ დოჩანაშვილი პრემიაზე წარადგინესმწერალი გურამ დოჩანაშვილი პრემიაზე წარადგინეს. როგორც ვაჟა ფშაველას შთამომავალმა, ლელა რაზიკაშვილმა განაცხადა, მან შემოქმედი ვაჟა-ფშაველას ფონდის სახელით ვაჟა ფშაველას პრემიაზე წარადგინა:

“ვაჟა-ფშაველას ეროვნული პრემიის პირველი მფლობელი გამოცხადდება ხვალ!

პრემია მიენიჭება მხოლოს ერთ შემოქმედს, მწერალს, პოეტს ან პუბლიცისტს!

მე ვაჟა-ფშაველას ფონდის სახელით წარვადგინე გურამ დოჩანაშვილი.

პოეზიაში ტარიელ ხარხელაურის წარდგენა მინდოდა, მაგრამ დებულების მიხედვით, კომისია განიხილავს მხოლოდ ბოლო 5 წლის მანძილზე გამოცემული კრებულს და ზოგადად ღვაწლსაც, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, ასეთი კრებული არ გვაქვს, როგორც ვიცი, ახლა მზადდება გამოსაცემად.

გურამ დოჩანაშვილის წარდგენისას შევიტანე მისი ახალი რომანი ,,ბრმადყოფილნი… და”.

ხვალ, 5 საათზე, მწერალთა სახლში ორივე მიგვიწვიეს, წარდგენილი მწერალი და წარმდგენიც.

აბა, ვნახოთ რა იქნება, იქნებ გაგვახარონ!”