26 მაისი, 2018

გოგლა ლეონიძე 26 მაისზე

გოგლა ლეონიძის ლექსი 26 მაისზე26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. პოეტმა გოგლა ლეონიძემ ზუსტად 100 წლის წინ დაწერა ლექსი “26 მაისი”, რომელიც თითოეული ქართველისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ეძღვნება:
“ვამაყობ, როგორც გულზვიადი მეისრაბარი,
დასისხლულ მარჯნით იჭედება ჩემი სახელი.
ცხელ არმაზიდან ატირდება შავი ძახილი…
აცეცხლბული ტოპაზებით ამაყი სახლი.
მზე პერანგს იცვამს ყირიმზისას-მთებში ნაფარი;
რკინის კვნესაში ხმალსა ჰფერავს მეისრაბარი!..
საწყალ აჩრდილებს, რომ სდიოდათ სუნი მიწისა,
აღარ აცვიათ ტურნირებზე თეთრი რძიანა;
ვეღარ ანახლებთ ხმა სოლომონ ლეონიძისა-
დგებიან როგორც კეისარი ვესპასიანე…
შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს…
-დღევანდელი მზე საქართველოს ისევ მოიტანს.
ნელდება ცეცხლის კოშმარები ოდრიკალები-
თეთრი ფიქრები მახვევია მადრიგალებად…
და გორგასლანის მელანდება შავი სურათი.
მისრეთი…ჰინდი..ბაბილონი და ასურეთი.
ჩემსკენ მოჰქრიან იალქნებით: სპარსი, აბაში,
ჩემი სახელი დაიხევა აღტაცებაში.
დღეს სიხარული-ვით ცეკვაში მთვრალი სალომე,
როგორც ეთერის სარეცელზე აბესალომი!..
ქართლოსის ლანდი ბრწყინვალებით გამეთარეშა-
არმაზისაკენ!
ნუღარ წავალთ ლეგა ზამთარში.”