29 მაისი, 2018

ანა ყიფიანი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

ანა ყიფიანი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულიაახალგაზრდა პიანისტი ანა ყიფიანი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ხელოვანი, რომელიც არაერთი საერთაშორისო კონკურსის თუ ფესტივალის პრიზიორია, კიდევ ერთ წარმატებას ზეიმობს.

ანამ მონაწილეობა მიიღო მარია ჰერეროს სახელობით საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში, რომელიც მერვედ ჩატარდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონკურსზე ანამ პირველი პრემია მოიპოვა.